Kote tolordava biography of michael jackson
კოტე თოლორდავა
კოტე თოლორდავა (დ. 13 მაისი, 1979 — გ. 11 აპრილი, 2015, მოსკოვი, რუსეთი) ― ქართველიკინოსა და თეატრის მსახიობი.
ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა.[1] მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა „განო და კოტე“.
გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში, სადაც ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა[2]. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილი 16 საათზე იპოვეს სასტუმროს ნომერში, სადაც რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით ასევე ნაპოვნი იქნა თეთრი ფხვნილი და ერთჯერადი შპრიცი. ექსპერტიზის თქმით, მსახიობი დილით ადრე გარდაიცვალა.[3] მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.[4]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო.[5] ქორწინებიდან წყვილს ვაჟი, ბუკა ჰყავს.
მსახიობმა 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა.[6] კოტეს გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად.